ცვლილებები სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში

2020 წლის 25 ივნისს განხორციელდა რიგი მნიშვნელოვანი საკანონმდებო ცვლილებები სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში, რომლის ძიითადი მიზანია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს თამაშების მიწოდების მომსახურება და მოხდეს აღნიშნული მომსახურების სანებართვო პირობების განსაზღვრა. აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სათამაშო სფეროსთან დაკავშირებული არსებითი პროდუქციის/სერვისების მომწოდებლებმა, მათ შორის სლოტ აპარატების მიმწოდებელმა კომპანიებმა უნდა მიიღონ შესაბამისი საქმიანობის ნებართვა და გაიარონ ავტორიზაცია. ამ თვალსაზრისით […]

ხელშეკრულების გაფორმება შპს „როზუმთან“

2020 წლის 25 აგვისტოს იურიდიულ კომპანია „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრსა“ და შპს „როზუმს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ. შპს „როზუმი“ საავტორო დამომიჯნავე უფლებების კოლექტიურ  მმართველ ორგანიზაცია „გერასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს  მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულების ორგანიზებას. „როზუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა“აიღო ვალდებულება  გაუწიოს შპს „როზუმს“ იურიდიული მომსახურება მოლაპარაკებების წარმოებისას და ხელშეკრულების გაფორმებისას იმ […]

კომპანიის ბათუმის ოფისის მისამართის ცვლილება

,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ კომპანიის ბათუმის ცენტრალურმა ფილიალმა შეიცვალა ადგილმდებარეობა და 2020 წლის 01 ივნისიდან ბათუმში კომპანიის ცენტრალური ოფისი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ა. მელაშვილის ქუჩა N22. შესაბამისად ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ ნებისმიერი ხასიათის კორესპოდენციას აღნიშნული თარიღიდან მიიღებს და ჩაიბარებს ახალ მისამართზე.

ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის იურიდიული მხარდაჭერა

მსოფლიოს მასშტაბით კორონა ვირუსის (COVID 19) გავრცელების გამო მსოფლიო ჯანდაცვის ორაგნიზაციის მიერგამოცხადებულ იქნა პანდემია. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მსოფლიოს და მათ შორის საქართველოსეკონომიკა და ბიზნეს გარემო მძიმე პრობლემების წინაშე დადგა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია კერძო სექტორში მოღვაწე კომპანიებმა თანამშრომლების დამესამე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ასევე მთავრობის რეკომენდაციის გათვალისწინებითთავიანთი საქმიანობა მოიყვანონ დღევანდელ მდგომარეობასთან შესაბამისობაში და […]

თანამშრომლობის მემორანდუმი შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებში

ლეგალ ქონსალთინგ ცენტრსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შორის 2020 წლის 25 თებერვალს გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი შრომითი და ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით აჭარის რეგიონში მომსახურების ერთობლივად გაწევის თაობაზე. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად მოახდენს რეგიონში არსებული კომპანიებისათვის მომსახურების გაწევას, რომელიც მიმართულია კომპანიებში შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებისა და პირობების დანერგვასთან. მომსახურების […]

პარტნიორობის შეთანხმება შპს “აიტი ქონსალთინგთან”

2019 წლის 10 ნოემბერს შპს „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრსა” (LCC) და შპს „აიტი ქონსალთინგ“-ს (IT Consulting  LLC, ITCL) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც  IT Consulting-ი, როგორც LCC-ს პარტნიორი კომპანია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში უზრუნველყოფს LCC-ს პროგრამულ უზრუნველყოფას, კომპიუტერული და სხვა სახის ქსელების გამართულობას, სხვა სახის ტექნიკურ მომსახურებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კომპანიის ITუსაფრთხოებას, რომელიც მოიცავს კომპანიის […]

ჟურნალი „OK” Legal Consulting Centre-ის შესახებ

ჟურნალი „OK” წელს უკვე მეორედ აქვეყნებს სტატიას Legal Consulting Centre-ის შესახებ. სტატიაში საუბარია კომპანიის მომსახურების ახალი მიმართულების შესახებ, რაც გულისხმობს კომპანიის საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში სამშენებლო პროექტების ბრენდირების მომსახურების გაწევას. სამშენებლო პროექტების ბრენდირების კომპონენტებში შედისსასტუმრო ბრენდის ფრანშიზას მოპოვება, საერთაშორისო მენეჯმენტული კომპანიის (IMC) მოწვევა,დახმარება სასტუმროს-აპარტამენტების არქიტექტურული გეგმის მომზადებაში საერთაშორისო საპროექტო კომპანიების მეშვეობით, […]

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის გასვლითი სხდომა

2019 წლის 12-14 ივნისს აჭარის კურორტ გოდერძიზე გაიმართა აჭარის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და კომისიის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა Legal Consulting Centre-ის დირექტორი, დავით ჭყონია, რომელიც ასევე არის საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და კომისიის წევრი ბიზნეს სექტორის მხრიდან. სხდომაზე განხილულ იქნა საკანონმდებლო ინიციატივის წესი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ […]

აფხაზეთის ბიზნესს კატალოგი LCC-ის შესახებ

აფხაზეთის 2019 წლის ბიზნესს კატალოგმა საქართველოს სხვა ცნობილ კომპანიებთან ერთად გამოაქვეყნა სტატია Legal Consulting Center-ის შესახებ, სადაც  იურიდიული კომპანია დახასიათებულია როგორც საქართველოსა და ბათუმში/აჭარაში ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული კომპანია. სტატიაში საუბარია კომპანიის მაღალ პროფესიონალიზმსა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქმიანობას განხორციელებაზე, ასევე კომპანიის როლზე კორპორატიული, შრომითი და საკანონმდებლო სფეროების ცალკეული საკანონმდებლო  ნორმების პრაქტიკაში დანერგვის, ინტერპრეტაციისა და განვითარების […]

ბიზნესი გენდერული თანასწორობისათვის

2018 წლის იანვარში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ გამოცხადდა კონკურსი  „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“, რომელში მონაწილეობისთვისაც Legal Consulting Center-ი დაჯილდოვდა შესაბამისი სერთიფიკატით.  კონკურსის მიზანია გამოავლინოს და დააჯილდოვოს საქართველოში მოქმედ კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალებს მიიღონ განათლება, გააქტიურდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეკონომიკური სფეროს ყველა სექტორსა და დონეზე და მოახდინონ შესაძლებლობების რეალიზება. კონკურსი ყოველწლიური ხასიათისაა და წელს ის მესამედ ჩატარდა.  […]

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ნიდერლანდებში

2019 წლის 20-23 მარტს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ინიციატივითა და მხარდაჭერით  შედგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ნიდერლანდებში, ჰააგაში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა აჭარის მთავრობის წევრები, პროფესიული გაერთიანებისა და დამსაქმებელთა სექტორის წარმოადგენლები. ვიზიტში მონაწილეობა მიიღო ასევე LCC-ის დირექტორმა დავით ჭყონიამ, რომელიც არის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის წევრი ბიზნეს სექტორის […]

ჟურნალი OK ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის შესახებ

ჟურნალი „OK“-ის 2018 წლის სექტემბრის ნომერში დაიბეჭდა სტატია ლეგალქონსალთინგ ცენტრის შესახებ, სადაც საუბარია კომპანიის შექმნის, მისი მიზნების,საქმიანობის სფეროს, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. დამფუძნებლებისთქმით კომპანიის პრიორიტეტია მისი ძირითადი საქმიანობის – იურიდიულიმომსაურების ეფექტურობისა და ხარისხის კიდევ უფრო გაზრდა.  სამომავლო გეგმებშიშედის ასევე საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებების განვითარება, განსაკუთრებითბიზნეს კონსალტინგის, პროექტების ბრენდირებისა და მართვის თვალსაზრისით.ჟურნალი „OK” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალ რეიტინგული ჟურნალია,რომელსაც 50 […]