ნათია მიქელაძე

ნათია, როგორც ადვოკატი, შეუერთდა LCC-ის გუნდს 2016 წლის აპრილში. მისი პრაქტიკის ძირითადი სფერო მოიცავს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალს. მას აქვს მნიშვნელოვანი სასამართლო საქმისწარმოებისა და სასამართლო საქმეების მართვის პრაქტიკის განსაკუთრებულად უმაღლესი მიღწევები. ნათია მიქელაძე LCC-ში მუშაობს დივერსიფიცირებული ადმინისტრაციული სამართლის საქმეებსა და სამართალწარმოებაზე, სამართალშემოქმედებისა და დავების მოგვარების სტრატეგიებზე, კორპორაციულ და სახელშეკრულებო სამართალზე. LCC-ის გუნდის წევრობამდე, 2012-2015 წლებში, მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ადვოკატის ასისტენტის თანამდებობაზე. 2013-2014 წლებში გახლდათ ბათუმის სამოქალაქო დავების მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარის თანაშემწე. 2016 წლიდან, კი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. კარგად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.