,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ და ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ შეთანხმდნენ ოფიციალური აუცილებელი სტაჟირების გავლაზე კომპანიაში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
სტაჟირება იქნება მუდმივი და სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა კომპანიაში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სტუდენტებს შეეძლებათ სტაჟირების გავლა ოფიციალური პრაქტიკული კურსის ფარგლებშ ან სხვაგვარად, მათ შეხედულებისამებრ, მხარეებს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე. სტუდენტები ჩაერთვებიან კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში და შეასრულებენ სხვადასხვა იურიდიულ დავალებას.