,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა არასამთავრობო ორგანიზაცია ELSA-თან (ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია).
ELSA სტუდენტების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს სტუდენტების იურიდიული განათლების დონის ამაღლებაზე.
თანამშრომლობის მემორანდუმით, მხარეები შეთანხმდნენ სხვადასხვა ორმხრივი პროექტის შემუშავებაზე, რაც მოიცავს სამართლის სკოლებს, ლექცია-სემინარებს, კონფერენციებსა და სხვა. სტუდენტების გამოცდილების, ცოდნის, იურიდიული განათლების დონის, პრაქტიკული უნარებისა და ა.შ. გაზრდის მიზნით.
მხარეებმა უკვე მოამზადეს პირველი ორმხრივი პროექტი: სამართლის სკოლა სტუდენტებისთვის კორპორატიულ სამართალში, რომელიც გაიმართება 2015 წლის 1-3 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სამართლის სკოლის პროექტები გაიმართება ახლო მომავალში სხვადასხვა იურიდიულ თემასთან მიმართებაში, რაც მოიცავს საგადასახადო, შრომის და ა.შ. სამართალს.