შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა“ ყოველთვიურად დაიწყო საკანონმდებლო სიახლეების ცნობარის გამოქვეყნება.
საკანონმდებლო სიახლეები შეეხება წლის კონკრეტულ თვეში სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში შესულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და დამატებებს.
პირველი ცნობარი შეეხება 2015 წლის ნოებმრის საკანონმდებლო სიახლეებს. ცნობარი მომზადდება ქართულ და ინგლისურ ენებზე და გამოქვეყნდება კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და Facebook გვერდზე. ამასთან, უშუალოდ გაეგზავნება კლიენტებსა და პარტნიორებს.