2023 წლის თებერვლის თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, უნდა აღინიშნოს, ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს კანონში „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებში.
შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2023 წლის თებერვლის თვეში ზემოხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.