2023 წლის ნოემბრის თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, უნდა აღინიშნოს, ცვლილებები საქართველოს კანონში „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“; საქართველოს საგადასახადო კოდექსში; საქართველოს კანონში „მეწარმეთა შესახებ“
შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2023 წლის ნოემბრის თვეში ზემოხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.