2022 წლის ივლისის თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, უნდა აღინიშნოს, ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №02/ნ ბრძანებაში, სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის №1/ნ ბრძანებაში.
შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2022 წლის ივლისის თვეში ზემოხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.