2021 წლის დეკემბრის თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, უნდა აღინიშნოს, ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“, „საქართველოს კანონში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში“, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“.
შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2021 წლის დეკემბრის თვეში ზემოხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.