2020 წლის თებერვლის თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, უნდა აღინიშნოს, ცვლილებები პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №257-ში და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №26/04-ში. გარდა ამისა 2020 წლის 5 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №17/04-ით დამტკიცდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი.
შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2020 წლის თებერვლის თვეში ზემოთხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებებისძირითად შინაარსს.