2019 წლის ივლისში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს ისეთ საკანონმდებლო აქტებში, როგორებიცაა, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილება. გარდა ამისა დამტკიცდა საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქცია.
შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2019 წლის ივლისის თვეში ზემოთხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.