2019 წლის დეკემბრის თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, უნდა აღინიშნოს, ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და საქართველოს კანონში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“. გარდა ამისა 2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ კანონი.
შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2019 წლის დეკემბრისთვეში ზემოთხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.