შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“, სამშენებლო სფეროს კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო საერთაშორისო ბიზნეს ფორუმსა და გამოფენას.
ფორუმი გაიმართა სამსუნში (თურქეთი) 2015 წლის 02-05 აპრილს. ფორუმს დაესწრო ევროპის, აზიისა და არაბეთის ქვეყნების დელეგაციები.
LLC წარმოადგენდა ადგილობრივი სამშენებლო კომპანიებისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრების/პარტნიორების ბიზნეს-ინტერესებს.
ფორუმი და გამოფენა გახლდათ ნაყოფიერი, დატვირთული უამრავი საენტერესო შეხვედრითა და მოლაპარაკებებით. ამგვარი ფორუმები და გამოფენები საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა ახალი ბიზნეს-ურთიერთობების დასამყარებლად, ინფორმაციის მისაღებად სხვადასხვა სიახლის თაობაზე და წარმატებული პროექტების წამოსაწყებად.
შესაბამისად, LLC რეკომენდაციას უწევს თავის კლიენტებსა და პარტნიორებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ამგვარ ფორუმებსა და გამოფენებში. თავის მხრივ, LLC თავის პარტნიორთან – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად, სრულ მზადყოფნას უცხადებს დაინტერესებულ მხარეებს დაეხმაროს ამგვარ საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაში.