2020 წლის 25 აგვისტოს იურიდიულ კომპანია „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრსა“ და შპს „როზუმს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ. შპს „როზუმი“ საავტორო დამომიჯნავე უფლებების კოლექტიურ მმართველ ორგანიზაცია „გერასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულების ორგანიზებას.
„როზუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა“აიღო ვალდებულება გაუწიოს შპს „როზუმს“ იურიდიული მომსახურება მოლაპარაკებების წარმოებისას და ხელშეკრულების გაფორმებისას იმ ობიექტებთან, სადაც საჯაროდ სრულდება მუსიკალური ნაწარმოებები (ისეთი როგორიც არის რესტორნები, კაფეები, სასტუმროები, სამორინეები, სავაჭრო ცენტრები და ა. შ.). აღნიშნული მოიცავს „როზუმის” სახელით რეგიონში მოქმედების უფლებას და შესაბამისი პროცესის სრულად წარმოების ვალდებულებას.
,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ წარმატებას უსურვებს „როზუმს“ თავის საქმიანობაში და იმედს გამოთქვამს, რომ თანამშრომლობა იქნება წარმატებული ორივე მხარისათვის.