შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ჯორჯიამ“ და შპს ,,ალიუდ უნიტას ჯორჯიამ“ 2017 წლის ივლისში გააფორმეს მომსახურების ხელშეკრულება სრული იურიდიული მომსახურების გაწევაზე. შპს ,,ალიუდ უნიტას ჯორჯია“ უხელმძღვანელებს კაზინოსა და სლოტ-კლუბს ,,სასტუმრო ეუფორია ბათუმში“. ,,ალიუდ უნიტას ჯორჯიას“ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მსოფლიოს მასშტაბით კაზინოს განვითარებისა და მართვის სერვისში.
კაზინო, რომელსაც უხელმძღვანელებს შპს ,,ალიუდ უნიტას ჯორჯია“ ,,სასტუმრო ეუფორია ბათუმში“, იქნება ყველაზე დიდი კაზინო და სლოტ-კლუბი კავკასიის რეგიონსა და ბათუმში.
,,ალიუდ უნიტას ჯორჯიას“ დირექტორია ბ-ნი სერგეი კოჟევნიკოვი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს კაზინოს განვითარებისა და მართვის ბიზნესში. ,,ალიუდ უნიტას ჯორჯია“ უხელმძღვანელებს ერთ-ერთი საერთაშორისო დონის უმაღლესი კლასის კაზინოს აჭარის რეგიონში. კაზინოს ოფიციალური გახსნა დაგეგმილია 2018 წლის ზამთარში.
დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, LCC შპს ,,ალიუდ უნიტას ჯორჯიას“ გაუწევს სრულ იურიდიულ მომსახურებას, ასევე, როგორც იურიდიული პარტნიორი, კონკრეტულ საკითხებში გაუწევს ბიზნეს წარმომადგენლობასა და ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების გამართვაში.