2024 წლის 4 ივლის დეველოპერულ კომპანია „European Village“-სა და საერთაშორისო სასტუმრეობის მმართველ კომპანია, Aimbridge Hospitality-ს შორის გაფორმდა „European Village“-ს 5 ვარსკვლავიანი All Inclusive მომსახურების მქონე პროექტების მართვის ხელშეკრულება. სასტუმროების კომპლექსი აერთიანებს 4 სხვადასხვა ტიპის და სტატუსის სასტუმრო კომპლექსებს, რომელსაც გააჩნიათ ერთიანი ინფრასტრუქტურა, 90-ზე მეტი ინფრასტრუქტურული ობიექტით. სასტუმროების კომპლექსი აერთიანებს შემდეგ დეველოპერულ პროექტებს:
- Wyndham Grand Residence Aqua;
- Wyndham Grand Residence Riviera;
- Wyndham Grand Residence Family Club;
- Wyndham Grand Residence Villas.
შესაბამისად, Wyndham Grand Batumi Gonio მოიცავს სხვადასხვა ფორმატის ოთხ
სასტუმროს –სულ ჯამურად 1055 ნომრით. სასტუმრო კომპლექსის გახსნა ეტაპობრივად
დაიწყება 2024 წელს და დასრულდება 2025 წელს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა
90 მილიონი დოლარია.
შპს „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ „ეუროპიენ ვილაჯს“ უსურვებს დეველოპერული
პროექტების წარმატებულად რეალიზებას.