იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი კანონპროექტი შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანაზე. პროექტის ცვლილებები ეხება ქალთა შრომითი პირობების გაუმჯობესებას. 25 აგვისტოს, ბათუმში, ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში“, შეხვედრაზე რეგიონალურ კომპანიებთან ერთად განხილულ იქნა კანონპროექტი. შეხვედრას ორგანიზება გაუწია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA) აჭარის წარმომადგენლობამ. ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ შეხვედრაზე მიიწვიეს შრომით კანონმდებლობაში ექსპერტ-ორგანიზაციად. LCC აქტიურადაა ჩართული კანონპროექტის განხილვაში, ასევე ნებისმიერ დისკუსიაში, რაც ეხება შრომის, საგადასახადო, სამეწარმეო და სხვა კანონების ცვლილებებს. GEA LCC-თან და სხვა მონაწილე კომპანიებთან ერთად მოამზადებს კანონპროექტის შენიშვნებს და წარუდგენს იუსტიციის მინისტრს.