,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა“ თანამშრომლობა დაამყარა საქართველოსა და კავკასიაში ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ ფირმა ,,ბაკაშვილი და კომპანიასთან“. მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი ითვალისწინებს კლიენტებთან თანამშრომლობას და ორმხრივი მომსახურების გაწევას. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მხარის კლიენტს დასჭირდება იურიდიული ან აუდიტორული (ფინანსური) მომსახურება, რომელიმე მათგანის ჩართვამდე, შესაბამისი მომსახურება იქნება უშუალოდ გაწეული დროის, რესურსებისა და კლიენტების ფულადი საშუალებების ეკონომიის მიზნით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამოიყენებენ პირად რესურსებს, კომპეტენციასა და თითოეული მათგანის გამოცდილებას კლიენტებისთვის სათანადო მომსახურების გაწევისას. ძალებისა და რესურსების გაერთიანებით, მხარეები შეძლებენ უზრუნველყონ სრული, უსაფრთხო და კომპეტენტური იურიდიული და აუდიტორული მომსახურება. მხარეები ასევე გეგმავენ ითანამშრომლონ სხვა მიმართულებითაც, როგორიცაა საინვესტიციო პროექტების მომზადება, ბიზნესის განვითარების კონსულტირება და სხვა. ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ ინფორმაციას მიაწოდებს თავის კლიენტებს, პარტნიორებსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს LCC-სა და ,,ბაკაშვილი და კომპანიას“ შორის პარტნიორობის სიახლეებთან დაკავშირებით.