შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა“ და შპს ,,ალიანსმა“ 2015 წლის დეკემბერში გააფორმეს მომსახურების ხელშეკრულება სრული იურიდიული მომსახურების გაწევაზე. შპს ,,ალიანსი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიაა. კომპანიამ უამრავი სამშენებლო პროექტი განახორციელა ბათუმში, თბილისში, ბაკრუანსა და საქართველოს სხვა ტერიტორიაზე. ,,ალიანსი“ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მშენებლობას და აპარტამენტების/სასტუმროს მართვის მომსახურებას, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით. შპს ,,ალიანსის“ ერთ-ერთი მიმდინარე ძირითადი დეველოპერული პროექტია მშენებლობა, რომელიც განთავსდება ბათუმში, იუსტიციის სახლის გვერდით. პროექტი ყველაზე დიდი სამშენებლო პროექტია საქართველოში, ,,ალიანს პალასს“ უხელმძღვანელებს მსოფლიოს ცნობილი ბრენდი ,,სასტუმრო მარიოტი“.
დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, LCC სრულ მომსახურებას გაუწევს შპს ,,ალიანსს“. ამასთან, როგორც იურიდიული პარტნიორი, კონკრეტულ საკითხებში უზრუნველყოფს ბიზნეს წარმომადგენლობასა და ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების გამართვაში.
LCC შპს ,,ალიანსს“ უსურვებს წარმატებასა და წინსვლას.