,,შპს ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა“ (LCC) არასამთავრობო ორგანიზაცია ELSA-სთან (ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია) თანამშრომლობით ორგანიზება გაუწია პრაქტიკულ ლექცია-სემინარებს ,,კორპორაციის სტრუქტურულ განვითარებასა და დოკუმენტაციის წარმოებაში“. ლექცია-სემინარები გაიმართა შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ ბათუმის ოფისში. ლექცია-სემინარის ფარგლებში განხილულ იქნა კორპორაციის სტრუქტურული და სისტემატური განვითარების პრაქტიკული მახასიათებლები. LCC-ის პარტნიორმა და დირექტორმა დავით ჭყონიამ LCC-ის გამოცდილება და ცოდნა გაუზიარა სტუდენტებს აღნიშნული მიმართულების ფარგლებში და განიხილა დოკუმენტების კოკრეტული მაგალითები.
LCC და ELSA გეგმავენ ამგვარი ლექცია-სემინარებისა და სამართლის სკოლების ორგანიზებას მომავალში უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.