შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა“ განაახლა თანამშრომლების მემორანდუმი სტუდენტთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ELSA”-სთან (ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია). ELSA სტუდენტების ყველაზე აქტიური და მოწინავე არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს სტუდენტთა იურიდიული განათლების დონის გაზრდაზე.
თანამშრომლობის მემორანდუმის განახლებით, მხარეები თანხმდებიან, რომ გააძლიერონ უკვე არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი პროექტები, რაც მოიცავს, სამართლის სკოლებს, ტრენინგებსა და სემინარებს, სტაჟირებას, კონფერენციებს, ინფორმაციულ შეხვედრებსა თუ სხვას, სტუდენთა გამოცდილების, ცოდნის, იურიდიული განათლების დონის, პრაქტიკული უნარებისა და ა.შ. გასაზრდელად. მხარეები შეთანხმდნენ პირველი ორმხრივი პროექტის განხორციელებაზე მომდევნო წლის დასაწყისში და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გამოცდილების გაზიარების შეხვედრის ჩატარებაზე მიმდინარე წლის დასრულებამდე.