შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ თბილისის ფილიალმა და შპს ,,ალიანს ჯგუფმა“ 2017 წლის სექტემბერში გააფორმეს მომსახურების ხელშეკრულება სრული იურიდიული მომსახურების გაწევაზე. შპს ,,ალიანს თბილისი“ საქართველოში ყველაზე დიდი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს ,,ალიანს ჯგუფის“ ნაწილს.
,,ალიანს თბილისი“ შეიმუშავებს თბილისში მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომელიც გააერთიანებს მსოფლიოში ცნობილ ბრენდს ,,ვინდჰემ გარდენ ჰოტელს“, კომფორტულ აპარატამენტებს, მაღალი კლასის აპარტოტელებს, მსოფლიო სტანდარდის კაზინოს, რესტორნებსა და სხვა. კომპლექსი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო პროექტია.
,,ალიანს თბილისი“ უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებზე დამყარებულ მაღალი ხარისხის მშენებლობას და აპარტამენტების/სასტუმროს მართვის მომსახურებას.
დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, LCC შპს ,,ალიანს თბილისს“ გაუწევს როგორც სრულ იურიდიულ მომსახურებას, ასევე, კონკრეტულ საკითხებში გაუწევს ბიზნეს წარმომადგენლობასა და ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების გამართვაში.
LCC შპს ,,ალიანს თბილისს“ უსურვებს წარმატებას და წინსვლას.