2024 წლის 1 მარტს, „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ პარტნიორმა და კლიენტმა, სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანია Alliance Group-მა გამართა პრესკონფერენცია, რათა ოფიციალურად წარმოედგინა პირველი ბრენდირებული საინვესტიციო რეზიდენციების პროექტი თბილისში – Wyndham Grand Residences Tbilisi, რომელიც მოეწყობა Alliance Highline Tbilisi-ს პროექტში.
ღონისძიების განმავლობაში Alliance Group-ის კომერციულმა დირექტორმა თემო ბიწაძემ ისაუბრა გლობალური პარტნიორობის მნიშვნელობაზე, Wyndham Grand Residence Tbilisi-ის, როგორც უნიკალური საინვესტიციო პროდუქტის უპირატესობებზე და მიმდინარე წლის მარტის ბოლოს გაყიდვების დაწყებაზე.
Wyndham Hotels & Resorts EMEA-ს პრეზიდენტმა დიმიტრის მანიკინსი და Aimbridge Hospitality EMEA-ის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი არმინ ებერჰარდი სიტყვით გამოვიდნენ კონფერენციაზე. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ფართომასშტაბიანი საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც ეფუძნება წარმატებული პარტნიორობას,
Wyndham Grand Residences Tbilisi-ს მართვას განახორციელებს Aimbridge Hospitality.
პრესკონფერენციის მიმდინარეობისას განხორციელდა პროექტის დეტალური პრეზენტაცია, სრული მონაცემებისა და ინფორმაციის მითითებით.
LCC, როგორც Alliance Group-ის იურიდიული პარტნიორი, უსურვებს კომპანიას წარმატებებს ამ ახალი პროექტის განვითარებაში.