2021 წლის ივლისის თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, უნდა აღინიშნოს, ცვლილებები საქართველოს კანონში „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, საქართველოს მთავრობის დადგენილება №312-ში, საქართველოს მთავრობის დადგენილება №333-ში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №90/04-ში.
შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2021 წლის ივლისის თვეში ზემოხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.