2020 წლის ივნისის თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, უნდა აღინიშნოს, ცვლილებები საქართველოს კანონში „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, საქართველოს კანონში „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“, საქართველოს კანონში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში №372, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში №387, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში №386 და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში №137.
შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ საკანონმდებლო სიახლეების ცნობარი წარმოადგენს 2020 წლის ივნისის თვეში ზემოხსენებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების ძირითად შინაარსს.