ლეგალ ქონსალთინგ ცენტრსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შორის 2020 წლის 25 თებერვალს გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი შრომითი და ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით აჭარის რეგიონში მომსახურების ერთობლივად გაწევის თაობაზე.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად მოახდენს რეგიონში არსებული კომპანიებისათვის მომსახურების გაწევას, რომელიც მიმართულია კომპანიებში შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებისა და პირობების დანერგვასთან. მომსახურების გაწევა მოხდება ასოციაციის მიერ შემუშავებული შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების კანონმდებლობის დანერგვიასთან დაკავშირებული მომსახურების პაკეტის შესაბამისად. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების ექსპერტები შეაფასებენ კომპანიაში არსებულ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს, შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, გადაამზადებენ თანამშრომლებს და დანერგავენ შრომის უსაფრთხოების იმ სტანდარტებს, რომელიც შესაბამისობაშია როგორც საერთაშორისო მოთხოვნებთან, ისე ადგილობრივ კანონმდებლობასთან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ” 2019 წლის 1 სექტემბრიდან ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით დანიშნოს, ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი.