LCC-ის გუნდის წევრი 2022 წლის აპრილიდან გახდა. მისი პრაქტიკის სფერო მოიცავს კორპორაციულ სამართალს, სანივთო სამართალს, შრომით კანონმდებლობას, ადმინისტრაციულ სამართალს, საგადასახადო სამართალს. ახორციელებს სხვადასხვა კორპორაციული და სახელშეკრულებო იურიდიული დოკუმენტების მომზადებასა და ანალიზს, წარმომადგენლობას სასამართლოსა და სახელმწიფო ორგანოებთან.
ინგას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი 2016 წელს მიენიჭა. არის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი. სწავლის პერიოდში აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ტრენინგებსა და კონფერენციებში. იყო საქართველოს იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA)-ს წევრი, ბათუმის ლოკალური ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიური საქმიანობის (AA) მიმართულებით.
LCC-ის გუნდის წევრობამდე, იგი მუშაობდა სსიპ “შემოსავლების სამსახურში” , სსიპ “იუსტიციის სახლში” და სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციაში, იურისტის თანამდებობაზე.
ინგას აქვს სათამაშო ბიზნესთან, კორპორაციულ და მასთან დაკავშირებულ მიმართულებებით მუშაობის გამოცდილება. ასევე გავლილი აქვს სხვადასხვა სახის ტრენინგები სამეწარმეო, საგადასახადო და შრომის სამართლის მიმართულებით. იგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია 2024 წლიდან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით.
გარდა მშობლიური ქართული ენისა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.